“მაცივრების პრობლემა არ არსებობს, დღესვე მივიღებთ Pfizer-ის 200 000 დოზას “- დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე, თენგიზ ცერცვაძისგან განსხვავებით, ამბობს, რომ საქართველო მზადაა ყველა ტიპის ვაქცინის მისაღებად, -80 გრადუსიანი მაცივრების პრობლემა “საერთოდ არ არსებობს” და ქვეყანას დღესვე შეუძლია Pfizer-ის ვაქცინის 200 ათასი დოზის მიღება:
“ჩვენ მზად ვართ ყველა ტიპის ვაქცინის მისაღებად, ამაზე რომ მოიხსნას ყოველგვარი კითხვები. ჩვენ გვაქვს -80 გრადუსიანი მაცივრები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ამის პრობლემა საერთოდ არ არსებობს. დღესვე მივიღებთ 200 ათას დოზას ფაიზერის ვაქცინას”, – თქვა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.