მახარაძემ და მარტინენკომ მერიასთან ევროკავშირის დროშა დაწევს – ისინი დააკავეს

პუტინისტურმა ძალადობრივმა ალტ-ინფოს წევრრებმა, ზურაბ მახარაძემ და ირაკლი მარტინენკომ თბილისის მერიასთან აღმართული ევროკავშირის დროშა მოხსნეს და დაწვეს. 

სამართალდამცავებმა მახარაძეც და მარტინენკოც დააკავეს.

ვიდეოს ალტ ინფო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც ზურა მახარაძე გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, “სოლიდარობას” უცხადებენ 2 დღის წინ მცხეთის გამგეობაზე აღმართული ევროკავშირის დროშის დაწვის  გამო დაკავებულ ალტ-ინფოს ერთ-ერთ მხარდამჭერს, ლაშა შალუხიას.

მოგვიანებით მერიასთან ევროკავშირის დროშა ისევ აღმართეს.