მახარობლიშვილი EU-ში პირველი ელჩია, ვისაც ახსნა-განმარტებისთვის იბარებენ – სამადაშვილი

“მესამე ძალის” წევრის და ევროკავშირში საქართველო ყოფილი ელჩის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ვატო მახარობლიშვილი პირველი ელჩია ოთხიდან, რომელიც ევროპულ სტრუქტურებში ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.

“ვატო მახარობლიშვილი დამოუკიდებელი საქართველოს მეოთხე ელჩია ევროკავშირში.
რთული პოსტია ევროკავშირში მისია, მისი ყველა ხელმძღვანელი, ჩემი ჩათვლით, გაცილებით დიდ ხანს დარჩა პოსტზე, ვიდრე ჩვეულებრივი დიპლომატიური პრაქტიკაა. ის პირველია, ვისაც ახსნა-განმარტებებისთვის იბარებენ ევროპულ სტრუქტურებში…”,– წერს სამადაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილების საქმეზე საქართველოს ელჩი ბრიუსელში დაიბარეს. მიზეზი ისაა, რომ სავარაუდოდ სუს-დან გავრცელებული ფაილებიდან ირკვევა, რომ სუს-ი უსმენს პარტნიორი ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების თანამშრომლებს.