“მთელი მსოფლიოს საქალაქო ინფრასტუქტურები მიემართება უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტისაკენ და აქ მგზავრობა გაასამმაგეს. ხომ ხართ ღირსები თბილისელი ქოც-კინტოებო? ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ, თორემ თქვენ ისედაც აღარაფერი გეშველებათ”

ასე ეხმიანება “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ფასის ზრდასა და სააბონემენტო სისტემის დანერგვას. ერთჯერადად მგზავრობა 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარი ეღირება, თუმცა მგზავრებს შეეძლებათ ულიმიტო აბონიმენტების შეძენა.