“მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია” – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ კითხვას – სერგეი ლავროვის განცხადება, არის თუ არა მუქარა.
“მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესი, ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს და მომავალშიც ეს დამოკიდებულება გაგრძელდება. პირველი, რასაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება გაითვალისწინებს და გაატარებს, ეს ქვეყნის ეროვნული ინტერესია. რაც არ უნდა მოწოდებები და ზეწოლა იყოს, არ გადაიდგმება ისეთი ნაბიჯები, რომლებიც დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის.” – აცხადებს კალაძე.
აქვე შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, “ევროკავშირი არ მალავს საკუთარ მიზნებს, რომ ყველანაირად შეგვაკავოს, გაგვაგდოს ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან. ეს არ გამოუვათ. ჩვენ აქ ისტორიულად ვართ და არსად გავქრებით. ჩვენმა პარტნიორებმა, ჩვენმა მოკავშირეებმა ეს მშვენივრად იციან”.