მგონი ბევრ დროს ვხარჯავთ ე.წ. პოლიტპატიმრების იწილო-ბიწილოზე”- ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა. მისი თქმით პოლიტპატიმრებზე თემა დახურულია და ამაზე ბევრი დრო არ უნდა დაიხარჯოს.
“მემგონი კარგი იქნებოდა ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რომ მათ ე.წ პოლიტპატიმრების იწილო-ბიწილოზე ჩვენ ბევრ დროს ვხარჯავთ მგონი, თემა არის დახურული. მომლაპარაკებლები, ვინც იქ იყვენენ, ამბობენ რომ ამაზე არავითარი დაპირება არ ყოფილა პარტიის წარმომადგენლები ვინც ვიყავით პარტიის წარმომადგენლები და უმრავლესობის ინსტრუქციების ფარგლებში ვმოქმედებდით, არც 8 მარტსაც ჩვენს მომლაპარაკებლებს სხვა ინსტრუქცია არ ჰქონიათ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.