“როგორ შიმშილობდა? მე არ ვიცი. მგონი, ქართულმა ოცნებამ დააჯერა საქართველოს მოსახლეობას, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობდა. მე არ მჯერა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, რომ ადამიანი ასე გამოიყურებოდეს. მე ვნახე ლაკა ხოშტარია, რომ 2 კვირაში ძალიან ცუდად იყო. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ რაც მე ეკრანზე ვნახე, მისი უდიდესი ნაწილი სიყალბე არ არის”
თქვა “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ტელეკომპანია კავკასიის ეთერში.