“პირველ რიგში, უკრაინელებს არაფერში სჭირდებათ სააკაშვილი და, მე მგონი, ისინი ჩვენზე ბედნიერებიც  არიან, რომ გათავისუფლდნენ სააკაშვილისგან, რომელიც უკრაინაშიც ძალიან ოდიოზური ფიგურაა, ეს ერთი. მეორე, ჩვენ პრინციპული პოზიცია უნდა დავიკავოთ, როცა საქმე სამართლის უზენაესობას ეხება. უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო არის სახელმწიფო და სამართლის უზენაესობა არის ჩვენთვის განმსაზღვრელი პრინციპი”

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებულ კითხვაზე.