“მდგომარეობა კრიტიკულია, დრო აღარ ითმენს!

მოვითხოვ როგორც ექიმი,როგორც მშობელი და როგორც ქვეყნის პატრიოტი. დღესვე ჩაატარეთ საჯარო პრესკონფერენცია სახელმწიფოს გამოყოფილმა ექიმებმა ალტერნატიულ კომისიასთან ერთად და გააცანით საზოგადოებას პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დღესვე აიძულეთ მთავრობა მიშა გადაიყვანონ მულტიფუნქციურ კლინიკაში.გაფრთხილებთ და კოლეგიალურად მოვითხოვ”

წერს მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი Facebook-ზე. ექსპრეზიდენტის ადვოკატების განცხადებით, სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა.