ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 5 ივლისს, როდესაც მთელი დღის განმავლობაში პრორუსული, ჰომოფობიური ჯგუფები ჟურნალისტებზე ძალადობდნენ, პოლიციამ “ვერ მიუსწრო”.
“ვგმობთ ძალადობას” ამბობს ადამიანების ჯგუფი, რომელთაც 2012 წელს არ დაგმეს გადასკოჩილი კაცების გაუპატიურება, უკიდურესი წამება. არ დაუგმიათ და გმობენ ვირტუალურ ძალადობას.
5 ივლისი ხომ ძალიან ცუდი დღე იყო?! იმიტომ რომ თავის დროზე შენ ვერ აღკვეთე ძალადობა, შემდეგ კი ყველა დაიჭირე, მაგრამ იქ ვერ მიუსწარი, ამიტომ შენ ხარ ისეთი მოძალადე, რომელსაც გმობს ადამიანი, ის ყველაფერი რომ არ დაუგმია”,– ამბობს მამუკა მდინარაძე “იმედთან” ინტერვიუში.
ცნობისთვის, 2021 წლის 5 ივლისს ორკები ფიზიკურად გაუსწორდნენ 30-ზე მეტ ჟურნალისტს, მათ შორის, TV პირველის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას მძიმე დაზიანებები მიაყენეს. ის რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.