“დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ 200 000-ზე მეტ მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც გუშინ მთელ მსოფლიოს და არა მხოლოდ საქართველოს აჩვენეს, რამდენად დიდია ერთობის ძალა, სიმართლის, სამშობლოს სიყვარულის ძალა, ეროვნული იდენტობის და ყველაფერი ქართულის ძალა და რამდენად შეგვიძლია ქართველებმა ამით ვიამაყოთ. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენი დღევანდელი ოპონენტები ასეთ დღეში არიან, როგორც არიან ამ ხალხის დამნახველები და დიდი მადლობა, რომ ეს ყველაფერი არა ჩვენ, არამედ მათ უზრუნველყვეს, მათვე მოითხოვეს სხვათა შორის და მათ უზრუნველყვეს, რომ ამდენი ადამიანი, გადაჭედილ რუსთაველზე დამდგარიყო. […]
ესენი ცდილობენ თქვან, მაგალითად, რადგან არ მოიშალეს ამ რაოდენობაზე ლაპარაკი და თავების თვლა, თურმე ერთი და იგივე რაოდენობა ეტევა გადაჭედილ რუსთაველზე და რესპუბლიკის მოედანზე, ათჯერ ნაკლებთან დაკავშირებით ხომ უნდა იყო თავხედი, რომ ეს მოახერხო”,
აცხადებს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე.