ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თუ პოლიტიკური კრიზისი გაგრძელდება, რეიტინგი ოპოზიციას დაახლდება.
მისი აზრით, მოსახლეობა პასუხისმგებლობას ოპოზიციას დააკისრებს და შემდეგ არჩევნებზე მათ მხარს აღარ დაუჭერს.
“ეს კრიზისი დიდი ხანი ვერ გაძლებს, წარმოუდგენელია. თუ ეს ხელოვნური კრიზისი რეალურ, ეკონომიკურ კრიზისს და პანდემიიდან გამოწვეულს კიდევ უფრო აძლიერებს, აქ უკვე მათ [ოპოზიციას] ბევრი შანსი აღარ აქვთ იმიტომ, რომ არჩევნები მოდის, მოსახლეობაში მათი რეიტინგი ჩამოვარდება 0-მდე. ბოლოს მიხვდებიან ამას და გადადგამენ სწორ ნაბიჯებს”,– აცხადებს მდინარაძე.