ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებაზე მმართველმა პარტიამ ოპოზიციას ყველა პუნქტზე შესთავაზა გამოსავალი, თუმცა მათ კომპრომისული ნაბიჯი არ გადადგეს.
“სულ იქნება კამათი, ვინ ჩაშალა შარლ მიშელის მედიაციით ჩატარებული მოლაპარაკებების ეტაპი. ოპოზიცია, რა თქმა უნდა იტყვის, რომ ჩვენ ჩავშალეთ. უარესებიც უთქვამთ…
აქ მთავარია ფაქტები და სიმართლე: აბსოლუტურად ყველა პუნქტი, რომლებიც მაგიდაზე იდო სამსჯელოდ და განსახილველად, წარმოადგენდა ,,ქართული ოცნების’’ შესასრულებელ პირობებს, საიდანაც დიდ ნაწილზე იყო ჩვენი კომპრომისული წინადადებები, ნაწილზე კი – სადაც საკითხი ეხებოდა სამართლიანობის და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ წასვლას, ბუნებრივია ასეთი თემები (ულტიმატუმები) ჩვენი მხრიდან არ განიხილებოდა.
აქვე, გამოსავალი შეთავაზებული იყო ყველა პუნქტზე! ოპოზიციის მხრიდან არც ერთი (ხაზგასმით – არც ერთი!) კომპრომისული ნაბიჯი გადმოდგმული არ ყოფილა! მათი თქმით, ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა იყო. ეს მათ განაცხადეს! “კომპრომისი” – მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა! პასუხი კითხვაზე გაცემულია!”,- წერს მდინარაძე Facebook-ზე.