მდინარე ალაზანში მაშველები 60 წლამდე მამაკაცს ეძებენ. დედოფლისწყაროელი გიორგი ანთაური, რომელიც მწყემსად ალაზნის პირას ერთ-ერთ ფერმაში მუშაობდა, მეგობრებთან ერთად მდინარეში შევიდა, თუმცა წყლიდან გამოსვლა მამაკაცმა ვეღარ შეძლო.
სამძებრო სამუშაოების მიზნით ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მყვინთავები იმყოფებიან.