მდინარე ლიახვში 16 წლის მოზარდი დაიღუპა 11:25, 13-06-2025 მდინარე ლიახვში, სოფელ თედოწმინდის მიმდებარედ 16 წლის მოზარდი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ, 12 ივნისს მოხდა. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.