მდინარე მტკვარში არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარში 17 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. მოზარდს რამდენიმე დღე ეძებდნენ. ის ადგილზე სათევზაოდ იმყოფებოდა, მდინარეში შევიდა, შემდეგ კი, სავარაუდოდ, დინებამ წაიღო.