მდინარე ნაკრაში გადავარდნილი მესამე მოზარდის ცხედარიც იპოვეს

სვანეთში, მდინარე ნაკრაში ავტომობილით გადავარდნილი მესამე მოზარდის ცხედარიც იპოვეს.

როგორც ცნობილია, მაშველებმა ცხედარს მდინარე ენგურში მიაგნეს .

ავტომობილით მესტიაში, სოფელ ნაკრისკენ მიმავალი სამი არასრულწლოვანი ხევში 3 მაისს გადავარდა და მდინარე ნაკრაში ჩავარდა.