მდინარე რიონში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

მდინარე რიონში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს.

კაცის ცხედარი მაშველებემა მდინარიდან ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს. მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, ის შესაძლოა ნამოხვანში, მდინარე რიონში გაუჩინარებული მამაკაცი იყოს.