მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს

მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. ბავშვი მარტვილის რაიონში მდინარეში გუშინ გაუჩინარდა. ის ნაპირზე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. ბავშვს მაშველები გუშინ მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ, ღამე სამაშველო სამუშაოები შეწყდა და დილით განახლდა. მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

ბავშვის დედა სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით საზოგადოებას დახმარებას თხოვდა

“გთხოვთ დამეხმარეთ, დავკარგე შვილი მდინარე ცხენისწყალზე ბაბუას ჰყავდა თავის და-ძმასთან ერთად, 5 წუთში კი გაქრა. იქნებ ვინმემ რამე დაინახეთ, გთხოვთ, გამწარებული დედა გეხვეწებით, დამეხმარეთ იქნება ვინმემ სადმე ნახეთ“– წერდა დედა.