მეგის ქარდავას ექსტრადიცია განხორციელდა და ის უკვე საქართველოშია – პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა საქართველოშია. მისი ექსტრადიცია კიევიდან განხორციელდა. ქარდავას თვითმფრინავი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კი გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა.

პროკურატურაში ბრიფინგი 18.00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ქარდავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის 15-მდე საქმე იყო წარმოებაში. ის სისხლის სამართლის 9 საქმეზე უკვე მსჯავრდებულია, მათ შორის არის სერგო თეთრაძის, „ციხის ბუნტის“, თანხის გაფლანგვის საქმეები.