ახალციხის კლინიკა “იმედის“ დირექტორი ექიმების მიერ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას სტრესული მდგომარეობით ხსნის.
„ეს ხალხი, ვინც იქ იყო, დღესაც სტრესულ სიტუაციაშია და იმ დროსაც სტრესულ სიტუაციაში იყვნენ. შეიძლება, რაღაც, რაც იმ დროს, პირველად თქვეს, შემდეგ დააზუსტეს. დროულად აღმოუჩინეს დახმარება. მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ მას [მეგი ბაქრაძეს] დახმარება არ გაეწია. ვარაუდებზე პასუხს ვერ გაგცემთ. ვნახოთ, ჩატარდება გამოკვლევები. მხოლოდ პროკურატურა არ არის, სამედიცინო გამოძიებაც მიმდინარეობს მარეგულირებელი სააგენტოს მიერ და ვნახოთ, რა დასკვნას დადებენ ექსპერტები“, – თქვა ბარძიმაძემ.
გუშინ პროკურატურამ მეგი ბაქრაძის საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ახალციხის კლინიკია “იმედის” 2 ექიმსა და 1 ექთანს ბრალი წარუდგინა.
ერთ-ერთი ბრალდებული ექიმი, ვიოლეტა ინასარიძე აღიარებს, რომ ბექი ბაქრაძისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია, რადგან საჭიროდ არ ჩათვალა.