მეგი გოგიტიძე ვლადიკავკაზში კონცერტების გაუქმების შემდეგ ბათუმში აპირებს სიმღერას

მეგი გოგიტიძე ვლადიკავკაზში კონცერტების გაუქმების შემდეგ აცხადებს რომ ბათუმში აპირებს სიმღერას. მისი თქმით, კონცერტი 19 აგვისტოს, საზაფხულო თეატრში გაიმართება.

ამასთანავე სამოქალაქო აქტივისტი თაზო მახარაძე აცხადებს, რომ მეგი გოგიტიძე არის რუსი და ის ბათუმში კონცერტს ვერ გამართავს.

პირველ აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ცხინვალში პოლიტიკოსებისა და მოქალაქეების პროტესტის შემდეგ ვლადიკავკაზში მეგი გოგიტიძის კონცერტები გააუქმეს. მას ომის 15 წლისთავზე უნდა ემღერა.