“ჩემო მეგობარო, ლევან, ამ სკამს ნუ ჩაეჭიდები, არ გიღირს იმად, რომ პარტიის მრავალწლიან ისტორიაში ყველაზე შავი ასოებით შევიდეს შენი მმართველობა, შენი თავმჯდომარეობა, ისევე, როგორც დღევანდელი მენეჯმენტის. ამიტომ, მოგიწოდებთ, რომ გადადგე შენი დაკავებული თანამდებობიდან”,
განაცხადა, ენმ-ის წევრმა, ბესო გაზდელიანმა ბრიფინგზე. ნაციონალური მოძრაობის თბილისის რაიონული ორგანიზაციის ყოფილი წევრები პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ.