მეგობრებო, მხნედ და მშვიდად, სიმართლე ყოველთვის პოულობს თავის გზას! – რურუა

“მეგობრებო, მხნედ და მშვიდად, სიმართლე ყოველთვის პოულობს თავის გზას!”,– ასე ეხმიანება გიორგი რურუა სასამართლოს განაჩენს.

მისი ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით,  რურუას დაპატიმრების გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო და მათ წინასწარ იცოდნენ, რომ მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

მისივე თქმით, გიორგი რურუა განაჩენს ღიმილით შეხვდა, რადგან ელოდა კიდეც ასეთ გადაწყვეტილებას.

“მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუამ სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ რურუა წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა.