გუშინ საკუთარ მეგობრებს დაუპირისპირეს აქცია და მონებს ეძახდნენ, შარლ მიშელს აქცია მოუწყვეს, ისინი არიან ანტიდასავლური ძალა,- ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იმ ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლებმაც შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს.
„ეს არის შეთანხმების წინააღმდეგ წასვლა, ჩვენ ვხედავთ არაერთ ფაქტს, რომელიც უპირისპირდება როგორც შინაარსს, ასევე სულისკვეთებას იმ დოკუმენტის, რომელსაც ხელი მოვაწერეთ. მათ შორის, ჩვენ ვხედავთ, რომ გუშინ საკუთარ მეგობრებს, ოპოზიციონრებს დაუპირისპირეს აქცია და მონებს ეძახდნენ. კარვები არ აიღეს დღემდე, ხელს არ აწერენ დოკუმენტს, შარლ მიშელი იყო ჩამოსული თბილისში და იქაც კი არ მივიდნენ და არათუ არ მივიდნენ, აქცია მოუწყვეს პრეზიდენტის სასახლესთან და ა.შ. ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, შეთანხმების წინააღმდეგ წასვლა, რაც მათ ბუნებაზე მეტყველებს და მეტყველებს იმაზე, რომ ისინი არიან რეალურად ანტიდასავლური ძალა”, – განაცხადა კობახიძემ.