“მეგობრის შვილს დაუდგინდა კოვიდი.ექიმი ეუბნება ხმაზე გეტყობა კარგად ხარ ვერაფრით დაგეხმარებიო”-ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ მისი მეგობრის შვილს კორონავირუსი დაუდგინდა, თავს ცუდად გრძნობს, თუმცა ექიმები ყურადღებას არ აქცევენ:

“ჩემი მეგობრის შვილს, დაუდგინდა კოვიდი.გადაყვანილი ყავთ სასტუმროში.მიგდებულია,ძალაც არ აქვს რომ ადგეს,ახველებს,ცხვირი გაეჭედა და ყნოსვაც დაკარგა,სუნთქვა უჭირს,სიცხე აქვს და ტელეფონზე ექიმი ეუბნება ხმაზე გეტყობა კარგად ხარ,ვერაფრით დაგეხმარებიო.გუშინ ტვ პირველში გავიდა სიუჟეტი,სადაც გალურჯებული მიიყვანეს კაცი,დაგვიანებული რეაქციის გამო და აი ესეთ დროს რა უნდა ქნან?ექიმი უმტკიცებს კარგად ხარო და ეს ამ დროს ძალიან ცუდად გრძნობს თავს.სიმპტომები არ იცი შენ რა არისო,ყველა სიმპტომი მაქვს საერთოდო და მაინც აიგნორებენ“– წერს ნანკა კალატოზიშვილი.