რაც შეეხება ურთიერთობებს, მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მეგობრობა და პარტნიორობა ვერ იქნება ცალმხრივი, ეს უნდა იყოს ორმხრივი და ნამდვილად გულდასაწყვეტია ის, რომ ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე, გაუგებარი მიზეზებით, თუნდაც, ავიღოთ ელჩის გაწვევა, რომელსაც არანაირი ახსნა-განმარტებები არ მოჰყოლია, თუ რასთან იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მინდა მშვიდობა ვუსურვო უკრაინას.