მეგრელიშვილი: არ მინდა, პარლამენტში სხვები შევიდნენ ჩემზე წინ, მშურს

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ არ უნდა, პარლამენტში სხვა პარტიები მათზე წინ შევიდნენ.

მისი თქმით, უნდა, რომ პარლამენტში “გაისეირნოს” და ადამიანები გაიცნოს.

“რაღაც პონტში” არ მინდა, რომ სხვები შევიდნენ ჩემზე წინ. მშურს. ხომ კარგია ვარიანტია, რომ ესენი შედიან იმ შემთხვევაში თუ რაღაცნაირად შეთანხმება ხდება და მშვიდდება სიტუაცია. ჩვენ რომ ამას მართლა დავეხმაროთ, ხვალიდან ხო უნდა წავიდეთ, ქალბატონი ეთერი (პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი) გავიცნოთ. მე მაინტერესებს პარლამენტში შესვლა, გავისეირნოთ, ადამიანები გავიცნოთ”,– ამბობს მეგრელიშვილი “გირჩის” გადაცემაში.

გირჩმა 7 მოთხოვნა წარადგინა, რომელთაგან ერთის შესრულების შემთხვევაში, პარლამენტში შევლენ.