გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ განათლების კომიტეტის თავმჯდომარეობა უნდა, თუმცა ეს თეორიულად გამორიცხულია.
მისი თქმით, უნდა, რომ იაგო ხვიჩია იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე გახდეს, სანდრო რაქვიაშვილი კი – საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის.
“კიდე ერთი კომიტეტი შევარჩიე – ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრობაც მინდა, განათლების კომიტეტის წევრობასთან ერთად. დიდი სურვილი მექნებოდა განათლების კომიტეტის თავმჯდომარე რომ ვყოფილიყავი, უბრალოდ, ეს შეთანხმება არ იძლევა ამის საშუალებას და თეორიულად გამორიცხულია.
ძალიან დიდი სურვილი მექნებოდა, რომ იაგო ხვიჩიას დაეკავებინა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია, ასევე, დიდი სურვილი მექნებოდა, რომ სანდრო რაქვიაშვილს დაეკავებინა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია, უბრალოდ, წარმოდგენა არ მაქვს, ამას უნდა მთელი პარლამენტის მხარდაჭერა თუ არა, უბრალოდ თუ სურვილს მეკითხებით, მე ძალიან დიდი სურვილი მექნებოდა ამის.
სამწუხაროდ, ისეთი კომიტეტი, რომელიც მე მაინტერესებს, იმ კომიტეტებში, რასაც შეთანხმება ითვალისწინებს არ შედის, აქედან გამომდინარე, არ მინდა მისი თავმჯდომარეობა, თორემ განათლების კომიტეტი რომ იქ შედიოდეს, დიდი სიამოვნებით,”- განაცხადა მეგრელიშვილმა.