“მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება, ჩემი აზრით, არის აბსოლუტურად ზუსტი. კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ “ნაცმოძრაობაში” პოლიტიკოსი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილია და მხოლოდ ის ხვდება, რა არის გასაკეთებელი. ის, რომ საარჩევნოდ “ნაცმოძრაობის” ძალები არ იყოს დაფანტული, უნდა იყოს გაერთიანებული და ხმა არ უნდა დაიკარგოს, სამწუხაროდ, დღევანდელ “ნაცმოძრაობაში” მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს ესმის. მე წარმატებებს ვუსურვებ ამ საქმეში და მგონია, რომ მისმა თანაგუნდელებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ეს განხორციელდეს. ამისთვის პრაქტიკული ნაბიჯებია გადასადგმელი იმ პარტიებთან, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი მოიაზრებს. უნდა დაიდოს კონკრეტული წინადადებები, რის შემდეგაც ეს ხალხი ცალ-ცალკე კი არ უნდა დარბოდეს, არამედ “ნაცმოძრაობა” აღდგეს თავისი 2012 წლის მონაცემებით.[…]ჩვენ ოდითგანვე გვაქვს ნათქვამი ვახო მეგრელიშვილის ოცნების შესახებ, მას უნდოდა, რომ ყოფილიყო “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე. ამიტომ თუ დანიშნავენ “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარედ, რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლამდე, ჩვენ მივხედავდით “ნაცმოძრაობას” და ზოგადად იმ პარტიებს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი გულისხმობს, ისე ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს

“ნაციონალურ მოძრაობას” მას შემდეგ, რაც მიშა დაიჭირეს, ყველაფერი აკლია. არ გააჩნიათ კოორდინაციის უნარი, პოზიციის დაფიქსირების უნარი, ვერ გაიგებ, ვის რა უნდა და ვინ რა იდეის მხარდამჭერია. ამხელა პარტიას არ გააჩნია დაპირებები მოქალაქეებთან – ჩვენ, რასაკვირველია, ამ ყველაფერს მოვაგვარებდით თუ “ნაცმოძრაობის” სათავეში აღმოვჩნდებოდით”,

ასე გამოეხმაურა პარტია “გირჩის” დეპუტატი, იაგო ხვიჩია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ერთიანი სიების შექმნასთან დაკავშირებით.