“21.09.22-ში უმაღლესი მთავარსარდლის გადაწყვეტილების რეზულტატი:
- რეფერენდუმები შედგება, დონბასის რესპუბლიკები და დანარჩენი ტერიტორიები რუსეთში იქნება მიღებული.
- შემოერთებული ტერიტორიების დაცვის გაძლიერება განხორციელებული იქნება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ.
- რუსეთმა გამოაცხადა, რომ ასეთი დაცვისთვის შესაძლოა გამოყენებული იქნას არა მხოლოდ მობილიზაციის შესაძლებლობა, არამედ ნებისმიერი რუსული იარაღი, სტრატეგიული ბირთვული და ახალი პრინციპების იარაღის ჩათვლით.
მაშასადამე, სხვადსხვა გადამდგარი იდიოტები, გენერლის ფორმებში, არ უნდა გვაშინებდნენ ყირიმზე NATO-ს იერიშებზე ლაპარაკით. ჰიპერბგერა გარანტირებულად შეძლებს ევროპასა და აშშ-ში მიზნებზე უფრო სწრაფად მიღწევას.
დასავლურ ისტაბლიშმენტმა კი, ზოგადად, NATO-ს ქვეყნების ყველა მოქალაქემ უნდა გაიგოს, რომ რუსეთმა საკუთარი გზა აირჩია. უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს”.
ამის შესახებ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ექსპრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი საკუთარ Telegram არხზე წერს.