ვიქტორ მედვედჩუკის ცოლმა, ოქსანა მარჩენკომ პუტინისადმი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. ის ამბობს, რომ მისი ქმარი თანახმაა რუსეთს გადასცენ და თხოვს რუსეთის პრეზიდენტს მოახდინოს უკრაინელ ტყვეებში მისი გაცვლის ორგანიზება.
მედვედჩუკი პუტინის ნათლულია. ის უკრაინის პრორუსული აპრტიის ერთ–ერთი ლიდერია, რომელიც ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში აიკრძალა. რადაში მისი ფრაქციის საქმიანობა კი შეჩერდა.
“ვიქტორ მედვედჩუკი თანახმაა მოხდეს მისი გაცვლა და რუსეთის ტერიტორიაზე გადაყვანა რუსეთ–უკრაინულ მხარეებს შორის შესაბამის შეთანხმების შემთხვევაში“– ამბობს მარჩენკო.
ის კვლავ აცხადებს, რომ მის ქმარს პოლიტიკური მოტივებით დევნიან.
“მშვენივრად იცით, რომ ვითომ სასამართლოს, რომელიც ვიქტორს მოუწყვეს, არაფერი აქვს საერთო საღ აზრთან და არასასურველი პოლიტიკოსის მიმართ უსამართლო ანგარიშსწორების ნათელი მაგალითია “–თქვა მარჩენკომ პუტინისადმი მიმართვაში.
ის რუსეთის პრეზიდენტს სთავაზობს მოხდეს ორგანიზება და მედვედჩუკი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებზე გაიცვალოს, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძოლდნენ და ტყვედ ჩაუვარდნენ რუს ჯარისკაცებს. ამიტომ, მისი მიმართვის ადრესატი ბორის ჯონსონიც იყო.
გასული წლის მაისიდან მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით შინაპატიმრობაშია. რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მალევე მედვედჩუკი სახლიდან გაიქცა, რის გამოც მას დაუსწრებლად პატიმრობა მიესაჯა. რამდენიმე დღის წინ ის დააკავეს. ლვოვის სასამართლომ შაბათს ახალი აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა შეუფარდა.
უკრაინული მხარე ამბობდა, რომ მზად არის რუსეთს მედვედჩუკი უკრაინელ ტყვეებში გაუცვალოს.