მედვედჩუკმა პოროშენკოს წინააღმდეგ ჩვენება მისცა – უკრაინა

უკრაინის სახალხო დეპუტატმა, ვიქტორ მედვედჩუკმა, რომელიც ეჭვმიტანილია ღალატსა და ტერორიზმის მხარდაჭერაში, ისაუბრა სამარა-დასავლეთის მიმართულების ნავთობპროდუქტების მილსადენის ნაწილის სახელმწიფო საკუთრებიდან გამოტანის სქემაზე, რომლის მიზანი იყო შემდგომში მასში დიზელის საწვავის გატარება.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სქემის არსის აღწერისას მედვედჩუკმა დეტალურად აღწერა მასში უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მონაწილეობა.  კერძოდ, მევედჩუკმა აღიარა, რომ პოროშენკომ მას არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან დაკავშირების თხოვნით მიმართა, არამედ უზრუნველყო უკრაინის ყველა ინსტანციაში გადაწყვეტილებების მიღება.

მისივე განმარტებით, იმისთვის, რომ ეს მილსადენი კერძო და, ფაქტობრივად, თავად პოროშენკოს საკუთრება გამხდარიყო, საჭირო იყო მთელი რიგი ქმედებების განხორციელება, მათ შორის, საქმის მოგვარება სასამართლოებთან, პროკურორებთან, ანტიმონოპოლიურ კომიტეტთან და სახელმწიფო ქონების ფონდთან.

“ექსპლუატაციის ერთი წლის განმავლობაში მილსადენმა მფლობელებისთვის ორჯერ მეტი ფული გამოიმუშავა, ვიდრე მის შესყიდვაში იყო ჩადებული – 42 მილიონ აშშ დოლარამდე. ხოლო 2019 წლის მაისიდან, ანუ პოროშენკოს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, ავტომაგისტრალზე დიზელის გადატუმბვა შეწყდა”,– ამბობს მედვედჩუკი ჩვენებაში.

გარდა ამისა, მედვედჩუკმა მოყვა 2014-2015 წლებში უკრაინის ენერგეტიკული სექტორის საჭიროებებისთვის ქვანახშირის შესყიდვის მექანიზმზე ე.წ “L/DPR”-ის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

“ფაქტობრივად, ამაში ჩართული იყო სახელმწიფო აპარატის მთელი ზედა ნაწილი, დაწყებული პრეზიდენტით და დამთავრებული მინისტრებით, სამართალდამცავებით და ვინც უშუალოდ ახორციელებდა ამ სქემას“, – განმარტა დაკავებულმა.

უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, პუტინის ნათლიამ დაასახელა უკრაინის სახელმწიფოს ინტერესების შელახვაში მონაწილე მაღალი თანამდებობის პირების ვინაობა – ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები, დეპუტატები და სამართალდამცავები.

უწყება დაკავებულთან ერთად აგრძელებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ჩადენილი დანაშაულის ყველა ფაქტის, გარემოების, ორგანიზატორებისა და მონაწილეების დასადგენად.