„შეხედონ რა წესებია ევროკავშირში – ყველგან ეს წესია. არ არსებობს პირველხარისხოვანი და მეორე ხარისხოვანი ქვეყნები. არ არსებობს ადამიანების ზედა და ქვედა ფენა. ჩვენ ხომ არა ვართ რაღაც მეორეხარისხოვანი საზოგადოება, რომელზეც ის წესები არ უნდა გავრცელდეს, რაც სხვა ქვეყნებში არის?!

ზოგიერთი საელჩოსა თუ დონორის მიერ წახალისებული იყო, რომ სასამართლოს დარბაზებში ისტერია ყოფილიყო, რაც უპირველეს ყოვლისა, თავად მართლმსაჯულების პროცესს აზიანებს.

ისტერიის პირობებში სამართლიანი სასამართლო ვერ განხორციელდება. სასამართლოში ან მედია აწყობდა ისტერიას, ასევე ვიცით მედიის მიერ პირდაპირი გაშუქება ზოგიერთ ადამიანზე რა ეფექტს ახდენს ხოლმე, როცა ხელს უწყობს და ახალისებს ისტერიული გარემოს ჩამოყალიბებას, რაც საბოლოო ჯამში, ყველაზე მეტად ბრალდებულებს და განსასჯელებს აზიანებს.

ამ რამდენიმე დღემ გვაჩვენა, რომ ინფორმაციის ნაკლებობა არ არის და ყველაფერი რაც სასამართლოს დარბაზში ხდება საზოგადოებამ იცის. მედიამ ვიზუალური გამოსავალიც ნახა. სხვა ქვეყნების გამოცდილებას შეხედეს და ჩანახატებსაც ვხედავთ. მედია შედის, შეუძლია რეპორტაჟი აწარმოოს და ინფორმაცია, რაც იქ ხდება, გამოიტანოს. რაც მთავარია, იქ არიან მხარეები. სასამართლო დამსწრე საზოგადოებისთვის არ იმართება. სასამართლო უპირველეს ყოვლისა მხარეებისთვის იმართება, რათა ნორმალურ პირობებში მუშაობის საშუალება ჰქონდეთ.

ვნახეთ გუშინდელი გარედან დაფინანსებული ისტერიაც, რომელსაც ევროკავშიროს საელჩო აფინანსებს – სასამარლოსთან “ენჯეოს“ წარმომადგენლები იდგენენ და ისტერიას აწყობდნენ“

განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.