მედიაციის შემდეგი რაუნდი, ალბათ, აპრილის ბოლოს გაიმართება – ბერძენიშვილი

“მედიაციის შემდეგი რაუნდი, ალბათ, აპრილის ბოლოს გაიმართება”- რესპუბლიკური პარტიის წევრის, დავით ბერძენიშვილის თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი შესაძლოა აპრილის ბოლოს გაიმართოს. ამის შესახებ ბერძენიშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

„ჩვენ ჯერ კიდევ წინ გვაქვს მომდევნო რაუნდი, რომელიც იმედი მაქვს წარმატებული მედიაცია იქნება. ეს იქნება ალბათ აპრილის ბოლოსთვის. ეს ვარაუდი არ არის, ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია. ეს შვიდი ევროპარლამენტარი მხოლოდ შვიდი ევროპარლამენტარი არ არის, მათ თანამდებობებს გადავხედოთ. ესენი არიან საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ევრონესტის თავმჯდომარე, სამხრეთ კავკასიის დელეგაციის თავმჯდომარე, ესენი არიან საქართველოთი დაინტერესებული მთავარი სტრატეგიული მეგობრები“, – აცხადებს ბერძენიშვილი.