ევროპარლამენტის სხდომაზე, სადაც საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების შესახებ რეზოლუციის პროექტებს განიხილავდნენ, დებატების დროს ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს ხელისუფლება მედიაპოლიტიკის გამო გააკრიტიკა:
“დღეს ჩვენ განვიხილავთ მედიის თავისუფლების მდგომარეობას საქართველოში. ეს პრობლემა არაერთ წუხილს იწვევს, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს იყოს ჩვენი ოჯახის ნაწილი. ჩვენ გვსურს საქართველო იყოს კავშირის წევრი, მაგრამ ამისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ ხალხის სურვილი, საჭიროა, ქვეყანამ დააკმაყოფილოს მოთხოვნები – დემოკრატია, მედიის თავისუფლება, კანონის უზენაესობა, რაც, პირველ რიგში, მმართველი პარტიის მოქმედებებით განისაზღვრება. სწორედ ამ ნაწილში იწყება ჩვენი წუხილი. მედია თავისუფლება ხდება საქართველოს მთავრობის მოქმედი და ჩრდილოვანი ლიდერების პოლიტიკის მსხვერპლი, რომლებიც საქართველოში სამართლის პოლიტიზირებას ცდილობენ, რაც სრულიად მიუღებელია – ეს არის, რასაც რეზოლუცია ამბობს ძალიან ნათლად.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოსტკომუნისტური სახელმწიფოები მსგავსი პრობლემის წინაშე დგანან: 1999 წელს სლოვაკეთი მოლაპარაკებებზე არ იყო, რადგან მაშინდელი პოპულისტი პრემიერმინისტრი, ვლადიმირ მეჩიარი მედია თავისუფლებასა და დემოკრატიულ ღირებულებებს ანადგურებდა. სლოვაკელმა ხალხმა გადაირჩია ეს მთავრობა. მე ვურჩევდი საქართველოს ხელისუფლებას არ გაიმეორეს ვლადიმერ მეჩიარის შეცდომა.“–განაცხადა კუბილიუსმა.