მედია: უკრაინის უშიშროებამ ჩხრეკისას მოსკოვის საპატრიარქოს ჩერნივცი-ბუკოვინის ეპარქიის მდივანის საწოლში 17 წლის ბიჭი იპოვა

მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ჩერნივცი-ბუკოვინას ეპარქიაში ჩხრეკისას,  ეპარქიის მდივნის, არქიმანდრიტ ნიკიტას (სტოროჟუკი) საწოლში საცვლებში 17 წლის ბიჭი იპოვეს– იტყობინება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წყაროები.

ამის შესახებ პირველმა ინფორმაცია გამოცემა LB.ua–მ გაავრცელა, რომელმაც ახალგაზრდა მამაკაცის ფოტოც გამოაქვეყნა. შემდეგ კი ამის შესახებ სოლიდურმა უცხურმა მედიამაც დაწერა, რომლებსაც ფაქტი საკუთარმა წყაროებმა დაუდასტურეს. თუმცა, ახალგაზრდა მამაკაცის ასაკი, და დამატებითი დეტალები არ ვრცელდება.

თავად არქიმანდრიტმა ნიკიტამ მოგვიანებით გამოაქვეყნა ვიდეო მესიჯი ეპარქიის ტელეგრამის არხზე, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურის ოპერატიულმა მუშაკებმა ჩხრეკისას თავად გახადეს ტანსაცმელი მასაც და არასრულწლოვან ბიჭსაც, შემდეგ კი ფოტოები გადაუღეს და არამართლზომიერად გაავრცელეს.