ინდონეზიაში ჩასული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი საავადმყოფოში გადაიყვანეს – აღნიშნულ ინფორმაციას, Bloomberg-ი ავრცელებს.
ამავდროულად Reuters-ის ცნობით, რუსეთის ფედერაცია აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სამინისტროს პრეს სპიკერმა, მარია ზახაროვამ სასტუმროში ჩაწერილი ვიდეოთი უპასუხა, რომელშიც ლავროვი შორტებში ზის და ამბობს, რომ ჯობს ჟურნალისტებმა ხშირად დაწერონ სიმართლე.
“ხვალ რამდენიმე გამოსვლა გვაქვს. შემაჯამებელ დეკლარაციას მივიღებთ. ახლახანს დამირეკა ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც მინისტრების პროცესს ხელმძღვანელობს. სრულდება მოლაპარაკებები. ჩვენი ექსპერტები იქ არიან. მინისტრები ტელეფონით აკონტროლებენ სიტუაციას.“- განაცხადა ზახაროვამ.
20-ის სამიტი 15-16 ნოემბერს, ბალიზე გაიმართება. მიწვეულ ქვეყნებს შორის არის უკრაინა და რუსეთიც. ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ გაზაფხულზე სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მიიწვია.