მსახიობ მეთიუ პერის გარდაცვალებასთან კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს – დაკავებულთა შორის ორი ექიმი, მეთიუ პერის თანაშემწე და ნარკოტიკული საშუალებით მოვაჭრე ორი პირია. მათ ბრალად პერისთვის დიდი რაოდენობის კეტამინის მიყიდვა ედებათ.
გამოძიება ამტკიცებს, რომ ბრალდებულებმა, გამდიდრების მიზნით, მსახიობის ნარკოდამოკიდებულებით ისარგებლეს.
საქმესთან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე სასაუბროდ მოგვიანებით პრესკონფერენციაა დაგეგმილი.
ცნობისთვის, Friends-ის ვარსკვლავი, მეთიუ პერი, 54 წლის ასაკში 28 ოქტომბერს საკუთარ აბაზანაში დამხრჩვალი იპოვეს. მსახიობი მრავალი წლის განმავლობაში ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა.