ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის ინფორმაციით, საქმეზე სასამართლომ პროკურატურის შუამდგიმლობა დააკმაყოფილა და წინასასამართლო სხდომის ვადა გაახანგრძლივა.
“ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმეზე სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და წინასასამართლო სხდომის ვადა გაახანგრძლივა.
დღეს სამოქალაქო აქტივისტებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერი აქცია გამართეს.აქციის მონაწილეები დაკავებულების უპირობო გათავისუფლებას ითხოვდნენ.
დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.