”მელიამ თქვა, რომ თანხა არ მაქვსო თუ რაღაც, ამიტომ შესთავაზა ელისაშვილმა “- ამის შესახებ პარტია მოქალაქეების დეპუტატმა ლევან იოსელიანმა ფორმულას ეთერში განაცხადა
“ეს შეთავაზება გაუკეთა იმის საპასუხოდ, რომ მან ერთ-ერთ ეთერში თქვა, ალეკოს მიმართა მათ შორის, რომ არ მაქვსო თანხაო თუ რაღაც ამდაგვარი იყო ნათქვამი და ამის პასუხად უთხრა ალეკო ელისაშვილმა, თორემ ნაციონალურ მოძრაობას ჩვენი თანხის შეგროვება რომ არ ესაჭიროება, კარგად ვიცით. უხერხული და არასწორი პასუხი გასცა ნიკა მელიამ ამ შემთხვევაში ალეკო ელისაშვილს, იმიტომ, რომ მან აბსოლუტურად გულწრფელი შეთავაზება გაუკეთა იმის პასუხად, რაც მელიამ თქვა თავის დროზე.”- განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თქვა, რომ მზადაა, “ნიკა მელიას გირაოსთვის თანხა თავისი ხელფასიდან გადარიცხოს”.