მელიასთვის ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდა მისი პოლიტპატიმრად გამოცხადებაა – დეკანოიძე

“მელიასთვის ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდა მისი პოლიტპატიმრად გამოცხადებაა”- ასე ეხმაურება, ენმ-ის წევრი, ხატია დეკანოიძე ევროკავშირის მიერ ნიკა მელიას გირაოს გადახდას. მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციამ ენმ-ის თავმჯდომარე ოფიციალურად გამოაცხადა პოლიტპატიმრად.

„ევროკავშირის მიერ პოლიტიკურად მოტივირებული საქმის აღიარება, ნიკას პილიტპატიმრად მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოცხადება – ეს არის ჩვენი მეგობრების მიერ დეკლარირებული გირაოს მთავარი შინაარსი.ოფიციალურად გაფორმდა, რომ ქართულ ოცნებას პოლიტიკური პატიმრები ჰყავს. დარწმუნებული ვარ, ნიკა ძალიან მალე თავისუფლებაზე იქნება!”, – წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.