“დღევანდელი გადაწყვეტილება, რაც წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინასწარ პატიმრობას გულისხმობს, სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის,”- ასე ეხმაურება ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში “ამერიკის ხმასთან” ექსკლუზიურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.
“ბატონი მელიასთვის თავისუფლების აღკვეთა კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობაა, რაც ძალიან ხშირ მოვლენად იქცა და აუცილებლად გაართულებს მიმდინარე მოლაპარაკებებს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, საქართველოს მმართველობის შესახებ. ჩემი წუხილები ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუარესებაზე, დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაამძაფრა,”- ამბობს ამერიკელი სენატორი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 17 თებერვალს, ღამის 10 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერს ნიკა მელიას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.