მელიას აქვს მშვენიერი შესაძლებლობა, რომ მომავალი კვირიდან არ წავიდეს ციხეში – სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ნიკა მელიას აქვს მშვენიერი შესაძლებლობა, მომავალი კვირიდან ციხეში არ წავიდეს.

„ნიკა მელიას საქმე წმინდად სამართლებრივი საკითხია იქიდან გამომდინარე, რომ კანონით გაწერილია პროცედურები, რა უნდა გაიაროს როგორც პროკურატურამ, ასევე ნიკა მელიამ. რაც შეეხება მამუკა მდინარაძის ბრიფინგს, ის განპირობებული იყო იქედან გამომდინარე, რომ მელიას განცხადებაში ნათქვამი იყო, თითქოს, „ქართული ოცნება“ გირაოს გადახდას აპირებს, რაც სრული აბსურდია.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელიას საქმე შეიძლება აწყობდეს საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩინებისა და ასევე იმისთვის, რომ საერთაშორისო პარტნიორები დააჯერონ, საქართველოში ოპოზიციის ლიდერებს დაუსაბუთებელი ბრალდებით დევნიან. ეს არის მათი მთავარი გეგმა და ამოცანა, თუმცა მეორეა საკითხი სამართლებრივი საკითხი. ნიკა მელიას აქვს თავისუფლება და მშვენიერი შესაძლებლობა იმის, რომ მომავალი კვირიდან არ წავიდეს ციხეში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.