ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისზე განთავსებული ნიკა მელიას ბანერის დაზიანებაში ბრალდებულ პირს ბრალი წარუდგინეს. ინფორმაციას ამის შესახებ, გენერალური პროკურატურა ავრცელებს სადაც ირკვევა, რომ დაკავებულს, გამოძიება შემდეგ მუხლებს ედავება: სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა), 265-ე მუხლის პირველი ნაწილით და 273 -ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა კულტივირება და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შენახვა), რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ბანერის განზრახ დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის განსაზღვრის მიზნით დანიშნულია საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიღების შემდეგ, შესაძლოა დ.კ.-ს ბრალდება დაუზუსტდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.