აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ ნიკა მელიას გადასაწყვეტია, დატოვებს საპატიმროს თუ არა.
“რა თქმა უნდა, ბატონი მელიას გადასაწყვეტია დატოვებს თუ არა ციხეს, მაგრამ შეთანხმება ბატონი მელიასა და რურუას გათავისუფლების საშუალებას იძლევა. რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს, რომლებიც ბოლო 6 თვე განიხილებოდა, ვთვლი, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს საშუალებას აძლევს დაიწყოს მუშაობა იმ უზარმაზარი გამოწვევების გადასაჭრელად, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. მათ შორის, ეკონომიკის აღდგენა, „კოვიდ-19“-თან გამკლავება. ვხედავთ, რომ შემთხვევების რაოდენობა იზრდება, არსებობს სხვა გამოწვევებიც, რომლებიც ნამდვილად ითხოვს სრულად ფუნქციურ პარლამენტს”,– ამბობს დეგნანი.
მისივე განცხადებით, 2019 წლის ივნისის მოვლენები ყველა ქართველისთვის მტკვივნეული იყო და მნიშვნელოვანია, რომ მხარეები ამნისტიის კანონთან დაკავშირებით წინსვლაზე შეთანხმდნენ.
“ეს არ გამორიცხავს ამ მოვლენების მიმართ პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, მაგრამ ქვეყანას წინსვლის საშუალებას აძლევს”,– აღნიშნავს ელჩი.