მელიას განცხადება გაუგებარია, რას ნიშნავს “ივანიშვილის თავყრილობა”? – ხაზარაძე

ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე აფასებს ნიკა მელიას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები “ივანიშვილის თავყრილობაში” მონაწილეობას არ მიიღებენ, რადგან მათი უმრავლესობა ველზეა გასული და არ სცალია.

ხაზარაძის თქმით, გაუგებარია, რატომ არ სურს ენმ-ს პარლამენტში გრიგოლ ლილუაშვილისთვის კითხვების დასმა.

“რას ნიშნავს “ივანიშვილის თავყრილობა”, მე არ მესმის, აქ ლაპარაკია ივანიშვილის მინისტრების დაბარებაზე და მათი პასუხისმგებლობის დაყენებაზე. მეორე – ჩვენ ყველა დაკავებული ვართ, ყველა ველზე ვართ, წინა საარჩევნო მარათონში ვართ ჩაბმული, მაგრამ ხელის მოწერას და პოზიციის დაფიქსირებას წინ არაფერი უდგას. 2 ოქტომბრამდე, თუ 5 ოქტომბერს ჩავატარებთ ამ სხდომას, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს”,– ამბობს ხაზარაძე პალიტრანიუსის ეთერში.

მისივე განცხადებით, ყველა პასუხისმგებლიანმა დეპუტატმა მხარი უნდა დაუჭიროს სუს-ის ხელმძღვანელის დაბარებას და მოისმინოს “იქნებ მართალია ეს ხალხი”.

“იქნებ, ლილუაშვილი მართალია და უცხო ქვეყნის აგენტურა შემოვიდა, ისინი გვიკეთებენ და ქვეყანას თავზე გვამხობენ, იქნებ ეს ხალხი ცამდე მართალია, ჩვენ ხომ უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ?”,– აღნიშნა ლელოს ლიდერმა.

ცნობისთვის, “ლელოს“ ინიციატივააა, რომ ოპოზიციამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს და დაიბაროს სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი.