მელიას დაკავებაზე პასუხისმგებელ პირებს დასავლეთმა სანქციები უნდა დაუწესოს – კრამერი

დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მიმართულებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი აცხადებს, რომ ნიკა მელიას დაკავებაზე პასუხისმგებელ პირებს სანქციები უნდა დაუწესდეთ.

მისი თქმით, “ახლა მხოლოდ კრემლში იღიმიან”.

„დღევანდელი მოვლენები საქართველოსთვის უზარმაზარი უკუსვლაა. ახლა მხოლოდ კრემლში იღიმიან. რაც დღეს მოხდა, მოვლენების საშინელი განვითარებაა. “ნაციონალური მოძრაობის” შტაბ-ბინაში შეჭრის და ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება წინდაუხედავი და პროვოკაციული ნაბიჯია, რომელმაც შეიძლება, კრიზისის სახიფათო ესკალაცია გამოიწვიოს. ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ. ეს მოიცავს დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებას. დღევანდელი მოვლენები საქართველოსთვის უზარმაზარი უკუსვლაა. ახლა მხოლოდ კრემლში იღიმიან”, – განუცხადა დევიდ კრამერმა “ინტერპრესნიუსს”.