“როგორც ჩანს, ქართული დიქტატურის მიზანი ყველა პოლიტიკური ოპოზიციის აღმოფხვრაა – ისევე, როგორც ეს რუსეთსა და ბელარუსში გაკეთდა. ნიკა მელიას დაპატიმრება, სავარაუდოდ, უკანასკნელი არ იქნება. ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს რეაგირება და დაიწყოს უვიზო მიმოსვლის გაუქმების პროცესი. თუ დემოკრატიები რუსეთის იმპერიის ექსპანსიონისტური ამბიციების წინააღმდეგობის გაწევას ისახავენ მიზნად, საქართველოს რეჟიმის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციები გარდაუვალია”
ასე ეხმაურება ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი ნიკა მელიას დაკავებას.