“საქართველოს სამეფო სახლის” მეთაურის, დავით ბატონიშვილი ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს.
“მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების გამო, გამოვთქვამ ჩემს უკმაყოფილებას ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, ამჟამინდელი ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო. მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, ჩაერთონ მოლაპარაკებაში, რომ პროცესებმა ქუჩიდან და სასამართლოდან გადაინაცვლოს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა თავიდან ავიცილოთ ჩვენი საყვარელი სამშობლოს საერთაშორისო იზოლაცია.
საქართველო გვეკუთვნის ჩვენ, ყველას, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებების, წარმოშობისა და სარწმუნოებისა”,– წერია სამეფო სახლის განცხადებაში.
მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება სასამართლომ გუშინ მიიღო.